დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საკუთარ ფეისბუკ გვერდს აუქმებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს და მის პაციენტებს მიმართავს.
„საკუთარ ფეისბუკ გვერდს ვაუქმებ ამ ეტაპზე. რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ალბათ მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი.
ჩემს პაციენტებს ვთხოვ, კომუნიკაცია გქონდეთ ვაიბერის და ვოთსაპის საშუალებით.
მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს უჭირს და სჭირდება დახმარება. ამ 3 წლის განმავლობაში უამრავი უფასო კონსულტაციის გაწევა შევძელი, რითაც ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა.
სამწუხაროდ ამას ვეღარ შევძლებ მომავალში, დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ.
ჯანმრთელობას გისურვებთ, დამითმია ბურთი და მოედანი „ბლოგერებისთვის“ - იმედი მაქვს ღირებულს და პროდუქტიულს შექმნიან რამეს“, - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დაიკრძალება ცოლ-შვილის გვერდით“ - ტრაგედია ვარლამ გოლეთიანის ოჯახში