
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მაკა სულაძეს მამა გარდაეცვალა. მათი თქმით, გარდაცვლილს ცოლ-შვილის გვერდით დაკრძალავენ.
„გარდაიცვალა ვაჟა სულაძე, მაკას მამა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრის თქმა შეგვიძლია.
დიდი ხანია მაკას ოჯახი მშობლიურ მიწას არ სცილდება, ამ მხრივ მართლაც გამორჩეული ხვედრი აქვთ, მაგრამ ალბათ მაინც არ გვეყოფა სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რა გადაიტანეს მაკას მოხუცმა მშობლებმა - რაც წუთისოფლის უკუღმართობაზე უთქვამთ, ყველაფერი გამოდგება და ითმინეს, არ უწუწუნიათ.
ბატონი ვაჟა ხვალ დაიკრძალება ცოლ-შვილის გვერდით. სახლთან ახლოსაა სასაფლაო, აქამდე ყოველდღე დადიოდა თვითონ, თაიგულები დაჰქონდა.
დავკარგეთ უხუცესი თანამებრძოლი, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი მწუხარება!“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნახეთ, რას ეძახის მოფერებით ნიკა გვარამიას მისი მეუღლე
🔵„მხოლოდ თავის ყრუ ტკივილი მქონდა“ - ნახეთ, ვისგან გადაედო ეკა ბესელიას კორონავირუსი
🔵რა ფოტოს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე და როგორ გამოიყურება ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი