ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. როგორც ის ამბობს, სოციალური ქსელი ნეკროლოგად გადაიქცა. ის კოლეგებს აცრისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ ექიმი, რომელიც დღევანდელ დღეს ხალხს ვაქცინაციას არ ურჩევს და თავად არ აიცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს.
„მხოლოდ გუშინ, 5 სხვადასხვა რეანიმაციას ვესაუბრე, 6 უმძიმეს პაციენტთან დაკავშირებით, ერთი აქედან მხოლოდ 30 წლისაა, მეორე 43-ის, ერთი ექიმია და ასე შემდეგ. გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე კოლეგა დავკარგეთ. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ორსულები რისკ-ჯგუფია და აუცილებლად უნდა აიცრან! ბავშვი საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა დედის გარეშე მოუწევს გაზრდა... სოციალური ქსელი ფაქტობრივად ნეკროლოგად გადაიქცა…კოლეგებო, დაფიქრდით რას სჩადით! რა დავარქვათ ამ ფაქტს, სიჯიუტე? ნუთუ რომელიმე, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, შეიძლება დღევანდელ მდგომარეობას ადეკვატურად ვერ აფასებდეს?ექიმმა ხორცი უნდა განკურნოს და მოძღვარმა კი სული. როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს ან ერთი და ან მეორე ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდეს?ექიმი, რომელიც დღევანდელ დღეს ხალხს ვაქცინაციას არ ურჩევს და თავად არ აიცრება არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს! სინოდისგან ასეთი „ნეიტრალური" განცხადება, როცა რამდენიმე მოძღვარი უარყოფითად ჩაერია და დღესაც ერევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინაციის პროცესში და როცა რუსულმა ეკლესიამ ხალხს აცრებისკენ მოუწოდა (ჩემდა გასაკვირად ასეთი გონიერება გამოიჩინა!!!) სულ ცოტა არაკორექტულია!აიცერით იმისთვის, რომ რეანიმაცია არ დაგჭირდეთ!! რეანიმაციაში ფიზიკურად ადგილი აღარ არის, ნუ გარისკავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს! დღევანდელი მაღალი ინფიცირება ორ-სამ კვირაში მოგვცემს კიდევ უფრო მეტ სიკვდილიანობას?! გუშინ ქუჩებში ჩემს გარდა პირბადით არავინ დადიოდა, სად არის მარეგულირებელი ორგანოები? ვინ აკონტროლებს დაწესებულ რეგულაციებს?გონს მოვეგოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და ქვეყანას!", - წერს თამარ ჟამურაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„კატაფალკები" შედიოდნენ სასაფლაოზე არნახული რაოდენობით” - გიორგი მუხიგულაშვილის ემოციური წერილი