8 თვის ორსულის, ნინო ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში, თამუნა თანდაშვილი ეხმაურება.
„ჩვენმა მამაომ ფილტვის დაზიანებით ფეხზე დამდგარმა დაუჯდომელი ლოცვები იკითხა ნინოს ამბავი რომ ვუთხარით. მამაო რატო უტევს ახლა ასე ძლიერად ორსულებს შენი აზრით – ვკითხე და გავიტრუნე.
– ღმერთთან ყველაზე ახლოს არიან ანგელოზების დედები და მძვინვარებს ბოროტი დედამიწაზე ვირუსის სახით, განსაცდელში ვართო მიპასუხა.
ძალიან გატეხილი ხმით მითხრა და ლოცვა გააგრძელა.
ნინო შენთან ვიყავით სულ“, – წერს თამუნა თანდაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ👇