Digest Logo

დავიღალე თქვენი ცქერით, და-ვი-ღა-ლე! - ლატარია

1606721187
ლატარია ექსპერტი

ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, ჯანდაცვის სფეროს ხარვეზებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომლის ჯანდაცვასაც ზიანი არ მიაყენა კოვიდ 19-მა.

მისივე თქმით, ამდენი კრიტიკა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ სირცხვილია, რადგან ისინი ქვეყნის სამსახურში არიან და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

„არ მაინტერესებს ამ ეტაპზე ვინ იქნება ან ვინ არის ჯანდაცვის მინისტრი, მაინტერესებს თქვენი „კომპეტენტური“ პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში არ არის პრობლემა კოვიდთან დაკავშირებით?

დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სისტემას არ შეექმნა პრობლემა აღნიშნული პანდემიის გამო?

მხოლოდ ერთი ქვეყანა მეყოფა, რომელსაც აქვს აწყობილი სისტემა ისე, რომ არც კი შეეტყო საავადმყოფოებს და ზოგადად სისტემას ზემოაღნიშნული დაავადებები?

გელოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საქართველოს ჯანდაცვაზე, იმ ჯანდაცვაზე, რომელიც ათეული წლებია არის ჩამოშლილი და ვერადავერ აეწყო.

რა უბედურება გჭირთ?

24 საათი იმას წერდით, რომ არ არის კოვიდი არაფერი ისეთიო, ელემენტარული გრიპიაო და ახლა კომპიუტერს ვერ მოგწყვიტეთ იმაზე ვიშ-ვიშით, რომ ამდენ დაავადებულს თურმე ვერ უმკლავდება კლინიკები.

კი ბატონო ვერ უმკლავდება და ვერც გაუმკლავდება, ჩვენ კი არა აშშ-ში ვერ მიდის სასწრაფო და რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმის პასუხი არის ასეთი: სახლში დარჩით და თქვენვე იმკურნალეთ – წერტილი!

ამოვიდა ყელში თქვენი არაფრის მაქნისობა და მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა ყველასი და ყველაფრის. საკუთარი თავის პატრონი შენ ხარ, კი, შენ და როდესაც ასეთი გლობალური პრობლემაა, კი არ უნდა იყო ჩასაფრებული არამედ რამენაირად ეხმარებოდე ვინმეს, ან / და რამეს!

დავიღალე თქვენი ცქერით, და-ვი-ღა-ლე!“- წერს ლატარია.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი... - ჯგერენაია

ეს იაპონური ტესტი გვიხსნის ურთიერთობების იმ საიდუმლოებებს, რომელთა შესახებაც არც კი ვიცოდით

მე და ჩემი სიდედრი თანატოლები ვართ - ინტერვიუ გიორგი ყიფშიძესთან