Digest Logo

„დავწერე საღვთისმეტყველო სტატია გამოთაყვანებული და უვიცი ანტივაქსერებისათვის“ - მამაოს მიმართვა აუცრელებს

1631096024
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაწერა სტატია, სადაც განხილულია თემა მხეცის ნიშნისა და აპოკალიფსის შესახებ.

ის ანტივაქსერებს და რამდენიმე სასულიერო პირს „გამოთაყვანებულს“ უწოდებს, რადგან ფიქრობს, რომ ისინი სიბნელესთან და უმეცრებასთან არიან დაკავშირებულნი.

„დავწერე საღვთისმეტყველო სტატია გამოთაყვანებული და უვიცი ანტივაქსერებისათვის მხეცის ნიშნისა და აცრის ვითომდა ურთიერთკავშირთან დაკავშირებით.

წააკითხეთ გამოთაყვანებულ ეპისკოპოს სპირიდონს და მის მსგავსებს.

ახლა არ გაიკვირვოთ, ეს რა ტერმინებიაო, ტერმინები არის ზუსტი და შესაბამისი, სიბნელესთან და მკვლელებთან ქიცმაცური და თავაზიანობა არ შეიძლება.

სტატიაში მოყვანილია დიდ წმინდა მამათა შეხედულებები და განმარტებები აპოკალიფსის მუხლზე, რომელიც მხეცის ნიშანს ეხება და საეკლესიო ტრადიციის შეჯამებაა.

და არა რაღაც თანამედროვე ბოდვები და სიზმრები არჩილ მინდიაშვილის და სპირიდონ აბულაძის სტილში“,- წერს ჭიღლაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დღეს დედა დავკრძალე... ძალიან ძნელია გაუძლო ამდენ ტკივილს, თითქოს სამყაროს დასასრული!“ - ინგა მამუჩიშვილი

🔵„ცხედარი ბოსელში შევათრიეთ და დავწვით“ – ორმა ახალგაზრდა ქალმა 25 წლის კაცი მოკლა

🔵„ქმარი მეუბნება, გიორგი სადაა? არ მოსულაო?“ - რა ამბავს იხსენებს ფხაკაძე?