Digest Logo

„დედაჩემს უმოწყალიდ სცემს კლინიკაში პერსონალი - სხვა არაფერი საქმე აქვთო!..“

1630007737
დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სამედიცინო საზოგადოების მიმართ აგრესიამ არნახული სახე მიიღო, რომელიც უკვე ყველა ზღვარს სცდება და მან საშიში სახე მიიღო.

გადელია აცხადებს, რომ დღეიდან ნებისმიერ ცილისმწამებლურ განცხადებას სამართლებრივად დაუპირისპირდება და ადამიანებს რომლებიც ამა თუ იმ დეზინფორმაციას მიზანმიმართულად აქვეყნებენ სასამართლოში მოუწევთ პასუხის გება.

„კიდევ უფრო ცუდადაა ჩვენი მოქალაქეების მენტალობის საქმე, ვიდრე წარმომედგინა... რაღაც დროის განმავლობაში ვხალისობდი ამ სისულელეებით, მაგრამ ახლა ამ უღრანმა სიბრიყვემ ექიმების წინააღმდეგ აგრესიის სახე მიიღო და უკვე აღარაა უწყინარი სილენჩე.

ვიღაც წერს: „დააკვირდით, კლინიკაში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სახლის პირობებში“-ო. ვიფიქრე, რა დასაწერი და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ეს აქსიომა მეთქი და თურმე ნუ იტყვით, რა ახსნა ჰქონია ამ ფაქტს, რომელსაც მეგონა ახსნა არც სჭირდებოდა- „ეს იმიტომ, რომ ექიმებმა მკურნალობა არ იციან და სახლში ექიმების გარეშე უკეთესად მიდის გამოჯანმრთელებაო!“... მინდა მაგარი იდეა მივაწოდო ამ ექსპერტს - რეანიმაციაში კიდევ უფრო მოერიდოთ მოხვედრას - იქ კიდევ მეტი შანსია, რომ ვერ გადარჩეთ! სახლში ჯობია, კოტოშებით შინაური ნაყენებით.

ახლა წავიკითხე, ერთი წერს დედაჩემს უმოწყალიდ სცემენ კლინიკაში პერსონალი - სხვა არაფერი საქმე აქვთო!..
ხო სისულელეებია თითქოს? უნდა განახათ, რამდენი გაზიარებები და მოჭყლოპინე კვერის დამკვრელები ჰყავთ ამ შლეგ აზრებს!!

გადავწყვიტე არ დავიზარო! ყველას, ვინც ეცდება სახელი გაუტეხოს ამ სისულელეებით ჩვენს კლინიკას, არ გავუტარო, არ ვთქვა: „თავისი გაჭირებაც ეყოფაო“ და აუცილებლად ვუჩივლო სასამართლოში სახელის გატეხვისთვის!! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!“,- წერს გადელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემი ყოფილი ქმრის ცოლთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს“ - თიკა ჯამბურია

რა ვიდეოს აქვეყნებდა კოვიდსასტუმროდან ბარბარე გორგოშიძე?

გამყრელიძე ვაქცინაზე: ხომ იცით, რასთან არის დაკავშირებული ჩიპი?