Digest Logo

„დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო... ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას“ - რა დაემართა კლინიკაში ბავშვს (შოკის მომგვრელი ფოტოები)

1643179113
ანა ბალამწარაშვილი.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ბალამწარაშვილი გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში” მწოლიარე პატარა პაციენტზე წერს და ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

როგორც თავად ამბობს, ექიმი პასუხისმგებლობის არიდებას და მშობელზე გადაბრალებას ცდილობდა.

„ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთ წოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ახლა გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში” მწოლიარეს ეკუთვნის.

შევძრწუნდი, როცა ვნახე. დავურეკე ექიმს(გვარს არ დავწერ შეგნებულად პაციენტის უსაფრთხოების გამო)პირადად და ვესაუბრე. ვიკითხე მიზეზი რა ჭირდა პატარას, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია ბრონქიტია მიზეზი რის გამოც იქ მოხვდა,არც არაფერი ისეთიო მითხრა, კათეტერი რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ „ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო.

კარგი დავიჯერე რომ ეს ასეა, შემდეგ იწყება მთავარი, დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო და საერთოდ საიდანღაც რეკავთ (ნომერი უცხო იყო) იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო, რა პანიკები ატეხეთ 2-3 დღეში გაუვლისო, ჩხუბი თუ გინდათ არაა პრობლემაო, არა და ძალზეც მშვიდად ვსაუბრობდი. არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა.

საუბრის ბოლოს „მიმითითა” იყავით იქ, სადაც ხართ და დამანებეთ თავიო. მიხვდით ალბათ რა კატეგორიასთან მქონდა ეს დიალოგი, თან ექიმია, ექიმი, რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი, ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!

ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას,ყველაზე საგანგაშო ესა!

ყარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი. ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ“, - წერს ანა ბალამწარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე

🔵VIDEO: „სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის...“ - ლაშა ხობუა

🔵„ვინ იცის ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ ეშინია. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები, უცხო მიწაზე“ - ნინა მამუკაძე