Digest Logo

„ვინ იცის ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ ეშინია. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები, უცხო მიწაზე“ - ნინა მამუკაძე

1643105255
ნინა მამუკაძე

იტალიაში  ქართველ გოგოს მეორე დღეა ეძებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტების ჯგუფში „ჩვენ ქართველები იტალიაში“ წერენ.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინა მამუკაძე გამოეხმაურა და ემოციური პოსტი დაწერა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მეორე დღეა ცუდად ვარ! რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. გული მიტირისო, ალბათ ეს ეპითეტი გამოხატავს ჩემს მდგომარეობას.

მესამე დღეა 27 წლის ქართველ გოგოს ეძებენ ნეაპოლში. კიდევ რამდენიმე ფაქტის შესახებ გავიგე, მაგრამ ჯერ დუმილი სჯობს.

ვინ იცის ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ შია, როგორ ეშინია... მესამე დღეა ვეხვეწები ღმერთს და სამყაროს, რომ ცოცხალი გამოჩნდეს. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები! ასე არ უნდა იკარგებოდნენ ქართველი ახალგაზრდები უცხო მიწაზე!

ასე არ უნდა კარგავდეს ადამიანებს საქართველო. უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია.
ალბათ, იმ გოგოს ადგილას ჩემი თავი წამორმოვიდგინე და იმიტომ ვარ ასე ცუდად... იტალიაში ახალჩამოსული ალბათ, რამდენ ხიფათს გადავურჩი, არ ვიცი იღბლის, თუ ჩემი სიფრთხილის გამო.

გოგონებო, გულით გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყოთ, იოლად ნუ ენდობით ნურავის, ნურც ქართველს და მით უმეტეს ნურც უცხოელს! ჯერ საკუთარ მიწაზე როგორი დაუცველები ვართ და ახლა უცხო ქვეყანაში და მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც ნეაპოლია. ორი დღეა მექანიკურად ვაკეთებ რაღაცებს, ყველაფრის უნარი მაქვს წართმეული. ღმერთო, ცოცხალი გამოჩნდებოდეს“, - წერს ნინა მამუკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა... მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა“ - რას ჰყვება შშმ პირის ცემის ფაქტზე თვითმხილველი

🔵„განყოფილებაში კარგი ამბები გვაქვს... ამ დროისათვის მელოგინეები და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ...“

🔵„გული მაქვს გახეთქილი. არ ვაზიარებ, რომ უარესად არ დაგზაფროთ... ასეთ ქვეყანაში არ მსურს ცხოვრება“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„დარწმუნებულები ვიყავით, რომ მე არ დამემართებოდა... ესეც გაივლის“ - რა შეემთხვა ცნობილი პარლამენტარის ცოლს?