Digest Logo

VIDEO: „სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის...“ - ლაშა ხობუა

1643107943
ლაშა ხობუა

ქართველი ემიგრანტი ლაშა ხობუა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოდან სამუშაოდ ჩამოყვანილ ხალხს ატყუებენ და არ ასაქმებენ. ამგვარ თემებზე იგი საქართველოს მოსახლეობას ხშირად აფრთხილებს, თუმცა დღეს ის „დამსაქმებლისაგან“ გერმანიაში, ქუჩაში მიტოვებულ 21 ქართველ ახალგაზრდაზე საუბრობს.

„დამსაქმებლებო ქართველებს ნუ ატყუებთ! ვეძებ ქართველ, ბაღდათელ კაცს, ვინმე ზ.ლ.-ს, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა 21 ქართველი ახალგაზრდა ბიჭი და იქ უპატრონოდ დაყარა. რამდენიმე დღის შემდეგ, 300 ევრო გაუგზავნა უკრაინელის ხელით, ჭამეთ და საქართველოში დაბრუნდითო დაუბარა. თავიდან ბიჭებს სამუშაოებს შეჰპირდა და მერე ქუჩაში მიატოვა.

სულ გაფრთხილებთ ამ ქართველ დამსაქმებლებს, თქვე ძაღლიშვილებო, რას ერჩით ამ ახალგაზრდა თაობას საქართველოდან რომ მოგყავთ ეს ხალხი. ოქროს კოშკებს რომ უგებთ და პროცენტიან ვალებს აღებინებთ. გერმანიაში რა უნდა გააკეთოს 20-25 წლის ბიჭმა, რატომ უბიძგებთ რომ ცუდი გზით წაიყვანოს მისი ცხოვრება, როცა პატიოსანი შრომისთვისაა კაცი ჩამოსული. ტოვებთ ქუჩაში და ბიჭები იძულებულნი ხდებიან ლუკმაპურისთვის მოიპარონ და ცხოვრება გაიუბედურონ.

რაც პოლონეთში ვარ ჩამოსული, დავდევ თქვენგან გადაგდებულ ქართველებს. ზოგი ყინვიდან მომყავს, ზოგს ფეხსაცმელი არ აცვია. რას აკეთებთ თქვე არაადამიანებო. სული და გული არ გაქვთ? ყინავს გარეთ თქვე არაადამიანებო, როგორ ტოვებთ ამ ხალხს ქუჩაში.

ოთხი დღეა ეს ბიჭები და მათი ოჯახები მე მირეკავენ და ითხოვენ შველას. სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის, შენი საქციელის გამო.

საქართველოში ხომ დავჭამეთ ერთმანეთი, ემიგრაციაში მაინც ვცეთ ერთმანეთს პატივი. ბოღმა და ბრაზი მახრჩობს თქვენი არაადამიანურობის გამო.
ქართველებო, ყველას გაფრთხილებთ, რომ მოდიხართ ემიგრაციაში, ნუ ენდობით ოქროს კოშკებს რომ გიგებენ ყველა იმ ადამიანს. თურქეთში ვიცხოვრე წლების განმავლობაში, თურქეთში ანგელოზი ყოფილა ხალხი.

პოლონეთში ქართველების 80% ასე რომ აგაღებინათ თავზე ხელი, ასე რამ გაგაღორათ. შენი თანამემამულის ასე ღალატი როგორ შეიძლება“, - ამბობს ემიგრანტი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვინ იცის ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ ეშინია. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები, უცხო მიწაზე“ - ნინა მამუკაძე

🔵„ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა... მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა“ - რას ჰყვება შშმ პირის ცემის ფაქტზე თვითმხილველი

🔵„განყოფილებაში კარგი ამბები გვაქვს... ამ დროისათვის მელოგინეები და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ...“

🔵„გული მაქვს გახეთქილი. არ ვაზიარებ, რომ უარესად არ დაგზაფროთ... ასეთ ქვეყანაში არ მსურს ცხოვრება“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„დარწმუნებულები ვიყავით, რომ მე არ დამემართებოდა... ესეც გაივლის“ - რა შეემთხვა ცნობილი პარლამენტარის ცოლს?