ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დიდი პატივი იყო დღეს ჩვენთვის ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი ღვაწლის დაფასება.
ღვაწლმოსილი პედაგოგები ჩვენი საყვარელი აფხაზეთიდან. თითოეულის ისტორია ცალკე წიგნია, კინოც და სიუჟეტიც: როგორ მოდიოდნენ პატარა გოგო-ბიჭები სკოლებში, როგორ იწყებდნენ, როგორ ასწავლიდნენ და ზრდიდნენ თაობებს, როგორ გაიარეს ომის წლები .. ზოგიერთი მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუშაობდა .....
ასევე წლის საუკეთესო მასწავლებლები დავაჯილდოვეთ დღეს, ჩვენი იმედი და დასაყრდენი!
და ჩვენი სტიპენდიატები, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიატები. ეს ახალგაზრდა თაობა აფხაზეთის თემებზე მუშაობს და ახალ ხედვასა და ნაშრომს დებს ამ მიმართულებით. გალის სკოლადამთავრებულებიც მათ შორის.
გვინდოდა მასწავლებლებს განსაკუთრებული საჩუქარი დარჩენოდათ ჩვენგან. არის ასეთი პროექტი„პოსტერო" - ანბანთქების გრაფიკა. თითოეული მასწავლებლის სახელის პირველი ასოს ამსახველი ანბანთქება ვაჩუქეთ, რომელსაც ისინი მათი ოთახების კედლებზე ჩამოკიდებენ და საყვარელ მოსწავლეებსა და წლებს რომ მოიგონებენ, დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ.
მადლობა დიდი და ყველას, ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს, კიდევ ერთხელ გულით გილოცავთ ამ დღეს", - წერს ეკა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე" - ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას შეუერთდა
🔵„სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს არავითარ დარტყმას არ მოუტანს" - ლელა კაკულია
🔵„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს
🔵რატომ შეჩერდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის მოწოდება საქართველოში