Digest Logo

„დიდი შურისძიების“ ფარგლებში, გამოვცეთ ქალი მწერლების კრებული კაცური ისტორიებით“

1627368429
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ირგვლივ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება. 

ქალებს, რომლებიც 7 კაცის მიერ დაწერილ წიგნს აპროტესტებენ, ფანჯიკიძე საპასუხო მოქმედებას სთავაზობს. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ახლა, პირიქით,7 ქალი დაწერს კაცზე წიგნს.

„ასეთი ამბავია ახლა, - კაც მწერლებს დაუწერიათ ქალებზე ისტორიები, სულ კარგები და კეთილები, მეგობრულები, მაგრამ გაბრაზდნენ ქალები და სამართლიანადაც, - ტამბოვის მგელია თქვენი მეგობარიო, თქვენ რა გესმით ქალისო? დაეყარეთ და თქვენ თავებზე წერეთო, ქალებზე მხოლოდ ქალი მწერლები უნდა წერდნენო. ზომიერებმა კომპრომისი დაუშვეს, გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი, ასე უნდა ყოფილიყვნენ ავტორებიო, რასაც არ ვემხრობი, თუ ომია, ომი იყოს. ხოდა პროექტის „დიდი შურისძიება“ ფარგლებში, მართებული იქნება, საპასუხო დარტყმა მივაყენოთ და გამოვცეთ ქალი მწერლების კრებული კაცური ისტორიებით. კრებულის სავარაუდო სათაურს ვფიქრობ „არაკაც ჰკლა“. კრებულს დააფინანსებს „ოლდ სპაისი“.

პ.ს. თავიდან მეწერა „არაკაცს ჰკა“, მაგრამ გზაში ბრაზი გამიძლიერდა, მეცოტავა და „კლად“ გადავაკეთე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ქალების გაძლიერების მიზნით, გამოიცა წიგნი, რომელიც 7-მა კაცმა ავტორმა დაწერა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი ავტორობა გააპროტესტა, მიზეზად კი კეკელიძის მიერ ქალებზე ძალადობა დაასახელეს.

თავის მხრივ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა კეკელიძემ, რომელმაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ამასთან აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ეფლირტავებოდა ქალებს და არასდროს არავისზე უძალადია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე" - გიორგი კეკელიძე წარსულზე ალაპარაკდა

„ჩემი ბოლო შეს­რუ­ლე­ბა“ - 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი სცენას გამოემშვიდობა (ფოტოები)

ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა