Digest Logo

„ჩემი ბოლო შეს­რუ­ლე­ბა“ - 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი სცენას გამოემშვიდობა (ფოტოები)

1627325429
ანიტა რაჭველიშვილი

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ორსულადაა. 

ანიტა შვილს ოთარ მა­ი­სუ­რა­ძეისგან ელოდება, წყვილი უკვე 5 წელია, რაც ქორწინებაშია და ეს მათთვის პირველი შვილი იქნება. 

 

ანიტამ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის 5 თვის ორსულია.

მომ­ღე­რა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს წერს, რომ სცე­ნას დრო­ე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა და იან­ვარ­ში, გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა.

„ორ­სუ­ლო­ბის მე­ხუ­თე თვე და ჩემი ბოლო შეს­რუ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბის წინ, რო­მე­ლიც ახლა იწყე­ბა. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს პა­ტა­რა გოგო და­ი­ბა­დე­ბა, დაბ­რუ­ნე­ბას იან­ვრის­თვის ვგეგ­მავ. San Carlo-ს თე­ატ­რში ჩემი დე­ბი­უ­ტი იყო და არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს ჯა­დოს­ნუ­რი სა­ღა­მო. ზუს­ტად ეს სა­ღა­მოა მი­ზე­ზი, რის გა­მოც სიმ­ღე­რა­სა და თე­ატრს ვაღ­მერ­თებ. ყვე­ლა­ფე­რი იყო სრულ­ყო­ფი­ლი, ხოლო ჩვენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით“, - წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მოს ჩა­ტა­რე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"და ბო­ლოს, დიდი მად­ლო­ბა ჩემს უნი­კა­ლურ და შე­სა­ნიშ­ნავ ვო­კა­ლის პე­და­გოგს, მა­ესტრო დე­ვიდ ჰოლსტს იმის­თვის, რომ ჩემ გვერ­დით იყო. სიმ­ღე­რა ორ­სუ­ლო­ბის დროს ისე­თი რთუ­ლია, მის გა­რე­შე ამის გა­კე­თე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. მად­ლო­ბა მა­ესტრო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხარ და მე ყო­ველ­თვის შენი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, მალე შევ­ხვდე­ბით“, - წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლი­ში­ლი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

ქართველი ცნობილების ყოფილები - ისტორიები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ