კათოლიკური ეკლესია დღეს, 25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს, ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ჯერ კიდევ 2 წლის ფიქრობდა, რომ საქართველომ 25 დეკემბერს უნდა აღნიშნოს შობის დღესასწაული, და თუ რატომ, ამას ბაქრაძე არგუმენტებით ასაბუთებს.
„დრო მოვიდა საქართველომაც მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს შობის დღესაწაული 25 დეკემბერს და არა ძველი (წარმართი იულიუს კეისრის) კალენდრის მიხედვით რუსეთთან, ბელორუსთან, სერბეთთან და მაკედონიასთან ერთად.
ქართულმა მედიამაც უნდა შეწყვიტოს საზოგადოების მოტყუება სტანდარტულად ქცეული წინადადებით - მთელი მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
25 დეკემბერს ზეიმობენ - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ალბანეთის, ფინეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებიც. ახლა კი უკრაინის აღდგენილი ავტოკეფალური ეკლესიაც ცდილობს მსოფლიო საქრისტიანოს შეუერთდეს.
ქართულმა ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, 1923 წელს შემოიღო ახალი სტილით აღნიშვნა ამ უდიდესი დღესასწაულის. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნა. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. 1927 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია.
სხვათაშორის, სერბმა მათემატიკოსმა მილუტინ მილანკოვიჩმა (Милутин Миланковић) 1923 წელს „ახალი იულიანური კალენდარი“ შექმნა, რომელიც საშუალებას იძლეოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს დღესასწაულები ერთდროულად აღენიშნათ.
ეს კალენდარი მიღებული იქნა 1923 წელს საერთო მართლმადიდებლური თათბირის (ტერმინი კონგრესიც იხმარება) მიერ კონსტანტინოპოლში, რომელიც ჯერ მიიღო რუსეთის ეკლესიამ და მერე უარჰყო.
κύριε ἐλέησον“- წერს ლაშა ბაქრაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მინდა, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი - ინგა გრიგოლია
მოქალაქეებმა კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით ვერ ისარგებლეს - აი, რა მოხდა