Digest Logo

„დროის სვლა უფრო და უფრო აუტანელს ხდის ჩვენს ცხოვრებას. გაუსაძლისი ტკივილი, მონატრება, ყელში მობჯენილი ბოღმა და გულის ხუთვა ძლიერდება შენზე ფიქრით“ - თამაზ მაჩალიკაშვილის დედის ემოციური წერილი

1640535131
მალხაზ მაჩალიკაშვილი

2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ ოდესმე  მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან.

„2017 წლის 26 დეკემბერი 3 საათი და 45 წუთი!.. ეს დილა აღმოჩნდა ჩემთვის წარუშლელი დაღი. მოუშუშებელი ტრავმა და ტკივილი. ეს დღე იყო ჩემი ოჯახისთვის ყველაზე დიდი უბედურება. იმ ავბედით ღამეს დავკარგეთ ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი შვილი მუდამ 19 წლის თემირლანი. დღეს 26 დეკემბერს, ჩვენი განშორების 4 წელი გახდა. რამდენი წელი! გამიფრინდა უშენოდ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასო! ჩემო სიცოცხლევ! ჩემო ცხოვრების აზრო! დროის სვლა უფრო და უფრო აუტანელს ხდის ჩვენს ცხოვრებას, გაუსაძლისი ტკივილი, მონატრება, ყელში მობჯენილი ბოღმა და გულის ხუთვა ძლიერდება შენზე ფიქრით, ჩვენო პოზიტიურო თემირლან! მსოფლიოში საუკეთესო შვილი იყავი, თბილი, კეთილ სინდისიერი, ალალ მართალი, დედის დამჯერი.

იმიტომ არა რომ ჩემი შვილი ხარ, ასეთი იყავი რიალირად, მაგრამ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური უმოწყალოდ და სასტიკად გაგისწორდა. რა არ დაგწამეს, ლამის ბინლადენის მოკავშირეც გაგხადეს შვილო, რიალირად კი ისე წახვედი ამ დაწყევლილ სამყაროდან, აზრზეც არ იყავი რაში გდებდნენ ბრალს. ვერ მოერგე ივანიშვილის შავბნელ ეპოქას.რაც შენ დაგვიტოვე იმ სიცარიელეს ვერავინ და აარაფერი შეავსებს.ეს ის მონატრებაა, მთელი სხეული იწვის და კივის. და დუმხარ...სხვა გზაა არაა.

ძალზედ ძნელია,როცა ამხელა ტკივილი და გაქვს გულით და იღიმი...იღიმი რათა შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებს უფრთხილდები...არ გინდა შენი სევდა- ტკივილი მოახვიოს თავს...არ გინდა დათრგუნო სხვისი გუნება.. სხვებს გაუფუჭო ხასიათი...და ცდილობ იხუმრო კიდეც...გაიღიმო კიდეც...და აგრძელებ ასე მტკივნეულად ცხოვრებას.და მაინც გულში,ჩემთვის,ჩუმად მტკივა ტკივილად ქცეული ჩემი თემირლანი. მარტო ვარ დეე...

მიუხედავად იმისა გარშემო ბევრი ახლობელია,ვერავის ვაწვდით ხმას, ვერავის აუხსნია,რა გჭირს...ზოგჯერ.მე ვერ გამიგია თავს ვაძალებ და ვუცდი ხვალინდელ დღის გათენებას.შენი ორი დისთვის და დის შვილებისათვის...ყოველი დღის დაღამება მიახლოებს შენი ნახვის იმედს.დაინგრა ჩვენი ოჯახი დეე! უშენოდ დაინგრა თემირლან.ზოგჯერ მინდა ტკივილით ნაფიქრი ხმამაღლა წამომცდეს ჩვენებისთვის,მეგობრებისთვის სათქმელად...არავინ ვარ - მეთქი შენს გარეშე, თუმცა მოთმინება მაძლევს ძალას ვიყო ის ვინც ვარ! უშენობით განადგურებული.შენი ტკივილისგან აისბერგად ქცეული დედა.

შემიყვარდა ის ცრემლიანი ბილიკი მხოლოდ შენკენ და შენამდე რომ მოდის! ვიცი ახლა აზრი აღარ აქვს წუთების თვლას, რადგან საუკუნებად იქცა დრო...ვიცი მაინც ეს მონატრება მომიღებს ბოლოს... ეს შენ ყველაზე უკეთ იცი.მიმძიმს თუ მტკივა,ბილიკია თუ შარა გზა, შენს გამო მივალ იქ სადაც უნდა მივიდე! ვიცი უფალი არავის შეარჩენს შენს წართმეულ სიცოცხლეს! სხვისი უბედურების ხარჯზე ვერასოდეს ვერავინ ააგებს ბედნიერებას!!! ახლა სწორედ ასეა „სხვის ფანჯრებში შუქია, ჩემს ფანჯრებში ფარდები".

იტყვიან ასე ნუ იფიქრებთ, წინ ორი მსგავსი სიცოცხლე გიდგასო. მართალს ამბობენ, ის ორიც სამყაროზე მეტია!!! ისინი ჩემი გამართლებაა სააქაო ცხოვრების!!! ერთ დღესაც დადგება დრო, მომიტევებენ შენი დები რომ მათზე მეტად მიყვარდი.

ჰო, ასეა რადგან შენ იყავი ჩემი საყრდენი ჩემთვის ყველაფერი და მას სახელად თემირლანი ჰქვია!!! ჩემი ტკივილი უსაშველოა და მინდა ეს ტკივილი საუკუნებად სდევდეთ ფარჩაკებს!!!

ოჯახი ეს ხომ სამყაროში ყველაზე დიდი განძია, ეს ხომ სამოთხეა მიწიერ ცხოვრებაში და მე ეს ბედნიერება წამართვეს! წაართვეს ჩვენს დიდ ოჯახს!!! რაღა ვწერო ჩემს ბუმბერაზ გრძნობაზე, ეს ხომ უფლისგან დამეწერა - მადლობა უფალს! რაღა ვწერო გამარჯვებულ მკვლელ ფარჩაკებზე, მათზე ცხოვრება დაწერს.იქნებ მიაღწიოს უფლამდე და შენამდე ჩემმა... ლოცვამ... დეკემბერმა მძლია ...ხედავ???“, - წერს მედიკო მარგოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

VIDEO: რას პროგნოზირებს და რა რჩევებს აძლევს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს

VIDEO: „მუცელი გამეზარდაო... ბიჭს ველოდები, ძალიან მიხარიაო" - ვარკეთილში სასტიკად მოკლული 5 თვის ორსული ქალის ოჯახის წევრი

VIDEO: „აქ ყოფნა ამაღელვებელია“ - სოფო ნიჟარაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა

„სოფელს განგებამ სამი არ გვაკმარა და მეოთხე ახალგაზრდა დედა წაგვართვა“ - კორონავირუსმა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა

VIDEO: ასტროლოგი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც ვეფხვის წელი პირად ცხოვრებაში განსაკუთრებულ იღბალს მოუტანს

„გადაფსიხებული ვრეკავ საპატრულოში, არ ჩანან 1 საათია... რაც ვეძახე იმ გაჭირვებულს, აღარ მოგიყვებით“ - რა შეემთხვა მერიკო გუბელაძეს

„გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი მე­ტყო­ბა, მაგ­რამ კაც­მა არ იცის, რა მჭირს ში­ნა­გა­ნად“ - ლაშა გაბუნია

„უცბად დედა გავხდი“ - როგორ ზრდის და ვინ ეხმარება შვილის მოვლაში სოფო ნიჟარაძეს