„კომედი შოუს“ მსახიობ ლაშა გაბუნიას ავარიის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა. დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი და მას შემდეგ ის ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. მან ერთ-ერთი ქირურგიული ჩარევა ივლისში, თურქეთში ჩაიტარა. მაშინ საზოგადოება მის დასახმარებლად გაერთიანდა და ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეუგროვდა.
სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოს ისევ აზიარებენ და წერენ, რომ დახმარება სჭირდება, თუმცა ფაქტს თავად მსახიობი უარყოფს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ფინანსური დახმარება აღარ ესაჭიროება.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება, ალბათ ძველი პოსტები ზიარდება. სკეტჩებში ვმონაწილეობ, გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მჭირს შინაგანად. ჩემი ჯანმრთელობა ახლაც მძიმეა, მაგრამ ისე, რომ განცხადება გამოქვეყნდეს, არა...", - განაცხადა ლაშა გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„უცბად დედა გავხდი“ - როგორ ზრდის და ვინ ეხმარება შვილის მოვლაში სოფო ნიჟარაძეს
VIDEO: „ეს უბრალოდ ეთიკის საკითხია“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს დაუპირისპირდა
38 წლის კაცს ცხვირში კბილი ამოუვიდა (ფოტო)
VIDEO: „მე მამა ვარ შენი” - გიორგი გასვიანი შვილთან შეხვედრის ამსახველ ემოციურ კადრებს ავრცელებს
VIDEO: „მეტი რა ქნას, ავამღერე ხმებში“ - მაკა ზამბახიძე ლელა წურწუმიას ქმართან ერთად მღერის
წყარო: tia.ge