ბათუმში, 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი იყო.
ტრაგედიას დღემდე გლოვობს საქართველო, ეს დღე მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის... სოციალურ ქსელში გენდერის მკვლევარი და კომუნიკაციების სპეციალისტი მაიკო ჭითაია ჩამონგრეული კორპუსის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ წერილს წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბათუმის ამ ტრაგედიის შემდეგ, პირველად მოვხვდი ამ ქუჩაზე.
ეს სახლი ახლა ასე გამოიყურება. დროში გაჩერებული მომენტივითაა - ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა, დაბრუნდება და გაგრძელდება ცხოვრება შეჩერებული ადგილიდან. სამზარეულოში ვიღაც შემოვა და სარეცხს გამოიღებს გასაფენად ან ჩაიდანს დაადგამს ჩაის დასალევად.
სახლის ეს ჭრა არგუმენტირებული რეალობასავითაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია თითქოს, რაღაცების გადალაგება, შეცვლა ან საერთოდაც თავიდან დაწყება.
სინამდვილეში არაფერი აღარ შეიცვლება და გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ რეალობაში ფატალურ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ და ვიღაცის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ამ სახლის ბინადრების თამაში დასრულებულია.
ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს“, - წერს მაიკო ჭითაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„წყალში გადაყრილი ფულია“ - ზაზა თელია ქალებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
🔵VIDEO: რატომ და სად აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ დაბადების დღე მეორედ (ფოტო)
🔵„ჩემი ძმაკაცი შუქრი 70 წლის გახდა!“ - როგორ მიულოცა ზურა ხაჩიძემ მამამისს დაბადების დღე (ფოტოები)