Digest Logo

„ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა" - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე

1637648756
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბებიასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. 

„მთვარე იყო ხოლმე ისეთი, სული რომ შეგებერა, ჩაქრებოდა. ხან სად ეკიდა და ხან სად. თეთრი და ფერფრთხილი.

მართლა ჩაქრებოდა, სული რომ შეგებერა. ოღონდ ეგ იყო - არავინ არასდროს უბერავდა. გიორგობა ღამის მთვარე.

ნახე - მითხრა ბებიამ, კუდიანები როგორ ფრთხებიან.

- ანი დადგა, ბანი დადგა, ხე დადგა და წყალი დადგა! წმინდაო გიორგი, დაწერე შენი ჯვარი!

და შუბლზე მაკოცა.

აქ რა უნდათ კუდიანებს? - ვკითხე მე. ან შეიძლება არც ვკითხე, მაგრამ მიხვდა.

კუდიანები მხოლოდ „მაქანე“ „არიენ“ - მიპასუხა და ხელი ,,ფეხაკრეფით" მომადო.

ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა. ის გიორგობაღამეები და მთვარეები, ვერსად ვხედავ.

წლებია ვიყურები. სულს არ შევუბერავ, დედას გეფიცებით, ოღონდ გამოჩნდნენ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

🔵ჩემთვის მამაჩემს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ზურამ გააკეთა - ნინი ქარსელაძე