Digest Logo

ძალიან ვნანობ...- კაჭკაჭიშვილი ბებიის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს

1609320586
https://digest.pia.ge/ka/news/socialuri-media/tkvennairi-utsnobi-khalkhi-turme-bevr-akhlobels-sjobia---ris-gamo-ukhdis-sazogadoebas-madlobas-kachkachishvili

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ფეისბუქ მეგობრებს ერთ-ერთი ნამცხვრის რეცეპტის მოძიებაში დახმარებას სთხოვს.

სურს, ბებიის ტრადიცია გააგრძელოს, თუმცა რეცეპტის გამორთმევა ვერ მოასწრო, რასაც ძალიან ნანობს...

„ვერ მოვასწარი რეცეპტის გამორთმევა ბებიასთვის და ძალიან ვნანობ...

ყოველ ახალ წელს გვიკეთებდა ნამცხვარ „შემიყვარეს“...

ვინმემ ხომ არ იცით ძველი რეცეპტი, იქნებ მივამსგავსო მის ნახელავს და გავაგრძელებ ტრადიციას“,- წერს სოციალურ ქსელში კაჭკაჭიშვილი.


სანამ ცოცხალი ვარ, ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - საერთოდ შემეცველა ყველაფრის მიმართ შეხედულება - კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ჭირისუფლისთვის ნუგეშისა და თანაგრძნობის გამოხატვის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მაიკო წერს, მას მუდმივად უჭირდა პანაშვიდებზე სიარული და შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა ამ პროცესს. ახლა კი, როდესაც ბიძა დაეღუპა და საკუთარ თავზე გამოსცადა თანადგომის ძალა ამბობს, რომ ყოველთვის მოძებნის საკუთარ თავში ძალას და შეეცდება გარდაცვლილის ახლობლის გამხნევებას.

„მთელი ცხოვრება მეჩხუბებოდა დედაჩემი რომ პანაშვიდზე წასვლა აუცილებელია და სავალდებულოა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ჯიუტი შეხედულება მაქონდა, რომ არ შემიძლია, ვითრგუნები და ვერ დავდივარ პანაშვიდებზე.

ძალიან ბევრჯერ გამირისკავს, მივსულვარ, მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვირიდებდი, ამ სტრესს. (ძალიან მეშინოდა)

გუშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მოდიან გვერდით გიდგანან და ამხელა ტკივილს იზიარებენ! სათითაოდ გახსოვს ყველა, ვინც მოვიდა.

უდიდესი მადლობა ამისთვის. ამის შემდეგ სანამ ცოცხალი ვარ, ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!! საერთოდ შემეცველა ყველაფრის მიმართ შეხედულება, აბსოლიტურად სხვა ადამიანი გავხდი!

გუშინ გავაცილე ჩემი ავთო ბიძიკო. ჩემთვის, ჩემი ყველაზე ახლობელი, ყველაზე საყვარელი და ყველაზე ნამდვილი ადამიანი. სანამ ცოცხალი ვარ ვეცდები, რაც მას გაუხარდებოდა ყველაფერი ისე გავაკეთო. დროებით ბიძი“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ უცნობი ამბები კაჭკაჭიშვილის შესახებ:

სიტყვა ასაკი მძულს იმიტომ არა, რომ ასაკში ვარ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

თქვენნაირი უცნობი ხალხი თურმე, ბევრ ახლობელს სჯობია - რის გამო უხდის საზოგადოებას მადლობას კაჭკაჭიშვილი