კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი თავისი ოჯახის წევრების, ბებიისა და ბაბუის მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამო, უცნობ ადამიანებს მადლობას უხდის.
ამასთან მაიკო დეტალურად აღწერს, თუ რამხელა თანაგრძნობა გამოიწვია პოსტმა, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა.
„არ მინდა სქრინების დადება, მაგრამ გაოგნებული ვარ, სრულიად უცხო ადამიანების გვერდით დგომით.
ნადვილად აღარ მეგონა, თუ ადამიანებს კიდევ შეეძლოთ ასეთი თანაგრძნობა!
გუშინს მერე, რაც დავწერე, რომ ვერ ვიგებ ბებიაჩემის მდგომარეობას. ხალხი რეკავს ინგოროყვაში და ბებიაჩემის, ლილი გელაშვილის ამბავს კითხულობენ - მერე მე მწერენ მდგომარეობას.
გუშინ, გვიან ჯანდაცვიდანაც დაურეკავთ. სრულიად უცხო ადამიანები მწერენ, რომ დღეს, ესა და ეს ექიმია რეანიმაციაში და მაძლევენ მის ნომერს. ხვალინდელი მორიგე ექიმის ნომერსაც კი მწერენ.
დღეს საავადმყოფოდან დამირეკეს, ნუ გეშინიათ კარგად ვუვლით, ნუ ააწიოკეთ მთელი ქვეყანაო. ნუ იუმორით მითხრესმ მაგრამ მე მართლა ამიწიოკებია ინგოროყვა.
მადლობა ხალხო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელ პატივისცემასა და სიყვარულს ნიშნავს.
ეხლა კი ვხვდვები, რომ ძალა უნდა მოვიკრიბო, რომ არ დავკარგო თქვენნაირი უცნობი ხალხი, რომელიც თურმე ბევრ ახლობელს ჯობია. მე, ჩემებურად შევეცდები გადავიხადო მორალური ვალი თქვენ წინაშე“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, მაიკო კაჭკაჭიშვილის ხანდაზმული ბებია და ბაბუა კოვიდინფიცირებულნი არიან და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. მათ რამდენიმე დღის წინ შვილი გარდაეცვალათ. როგორც მაიკო წერდა თავისმა ბებიამ და ბაბუამ არ იციან შვილი რომ აღარ ჰყავთ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! – დიტო ცინცაძე
VIDEO: როგორ გავიგოთ, გაგვირთულდება თუ არა დაავადება? - რჩევები ნანა გეგეჭკორისგან