Digest Logo

ძმაო… შენ მაინც დამრჩენოდი – მეწყერს გადარჩენილი გოგოს ემოციური პოსტი

1601886934
 მეწყერს გადარჩენილი გოგონა

ხელვაჩაურში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილი გოგო ოჯახის წევრების დაღუპვას სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმაურება.

სოფელ ჯოჭოში მომხდარ სტიქიას მისი ოჯახის სამი წევრი - დედა, მამა და ძმა ემსხვერპლა.

ოჯახიდან მხოლოდ გოგონა გადარჩა, რადგან სტიქიის ღამეს ის ბებიასთან იმყოფებოდა.

„ძმაო ყველაზე მეტად შენ მეწვიხარ. შენ მაინც დამრჩენილიყავი“,- წერს თიკა თედორაძე.

ცნობისთვის ხელვაჩაურში ჩამოწოლილ მეწყერში 3 ოქტომბერს, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპული იყო ცოლ-ქმარი და მათი შვილი.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს ეხებოდა. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩაიხერფა გზა, ადიდდა მდინარეები და ღელეები.