Digest Logo

ძნელია გაიცინო იქ, სადაც ცრემლები თავისით იწყებენ დენას... - ლიკლიკაძე

1603811036
ჟურნალისტი და მსახიობი

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც ქუთაისური იუმორით გმოირჩევა, წერს რომ ახალა, კორონავირუსის პანდემიის პიკის დროს ხუმრობა უჭირს.

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ადამიანებს შიში, ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და გაურკვევლი მომავალი აქვთ წინ ჯობს სახუმარო პოსტებისგან თავი შეიკავოს.

ლიკლიკაძეს სურს, რომ მსოლიო ჩვეულ წესრიგს დროულად დაუბრუნდეს და დისტანციური ურთიერთობის ეპოქა მალე დასრულდეს.

აი, ყოველდღე მინდა რაღაც სახუმარო დავპოტო მაგრამ, მერიდება. ვფიქრობ არ მითხრან „ახლა მაგის დროა? ამხელა კაცი ვერ უნდა ხვდებოდე?“ და არ ვდებ პოსტებს.

არადა, მგონი ზუსტად ახლა გვჭირდება იუმორი და პოზიტიური გარემოც. მაგრამ მაინც ვერ ვხუმრობ ისე, მე რომ მინდა, მაინც მგონია ძნელია გაიცინო იქ, სადაც ცრემლები თავისით იწყებენ დენას...

როდესმე უნდა დამთავრდეს ეს ისტერია. როდესმე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს დისტანციის გარეშე და გადავეხვიოთ. გადავეხვიოთ და საკმარისზე მეტხანს გვყავდეს ერთმანეთი გულში ჩაკრული, თანაკლასელებივით... და ზურგშიც უპარტყუნოთ ერთმანეთს ხელები...“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ეკლესიის კუთვნილ შენობებში გახსნან ცხელების ცენტრები - ბასილ კობახიძე

როცა ფაღარათის გამო სასწრაფოს იძახებთ, სადღაც ინფარქტიანი ადამიანი კვდება - ექთანი