Digest Logo

ე.წ. ეპიდემიოლოგთა დესტრუქცია, კონკრეტულად მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული - მოროშკინა

1628165221
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და ქართველი ეპიდემიოლოგების დამოკიდებულებებს აფასებს. მისი აზრით, ე.წ. ეპიდემიოლოგთა დესტრუქცია, კონკრეტულად მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„მოდით ნერვების გარეშე კვლავ მოვუხმოთ ლოგიკას და სრულიად გასაგები გახდება, რომ ე.წ. ეპიდემიოლოგთა დესტრუქცია, კონკრეტულად მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული!

პირველ ფოტოზე მინისტრის მოადგილე გვამშვიდებს, რომ პიკი 10 აგვისტოსთვის იქნება, და მდგომარეობა დასტაბილურდება, პრემიერიც კატეგორიულად გამორიცხავს ლოკდაუნს.

მეორე სქრინზე, კი ეპიდემიოლოგები კვლავ „კუბოების რახარუხს“ გვპირდებიან. ორივე განცხადება პრაქტიკულად ერთ დროს დაიდო!

ამოცანა გვეკითხება, რატომ ებრძვიან ასე გამგელებით გამყრელიძე-იმნაძე სამთავრობო პოზიციას?
ახლა მეორე!

როდესაც დოლარის კურსი მერყეობს, ან ნავთობი ძვირდება, ეს სამივე ქვეყანაზე(აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ერთნაირად აისახება.ანუ, ჩვენ მოვიაზრებით, არა როგორც ცალკეული ქვეყანა, არამედ უფრო ვრცელი გეოპოლიტიკური სპექტრი.

ახლა კვლავ ლოგიკა ჩავრთოთ.

თუ მეზობლებს არ აქვთ ლუგარის ლაბორატორია, არ ჰყავთ ისეთი „გენიოსები“, როგორც ამირან-პაატა, ვაქცინაციის რიცხვითაც ბევრად ჩამოგვრჩებიან...

ახლა უკვე ამოცანა გვეკითხება, რატომ აქვთ მეზობლებს 200-300 კაციანი ქეისი, ჩვენი კი ლამის 5000?
მოკლედ, თუ გსურთ ტვინის განძრევა, ა ბატონო, თუარადა
შენდაუკა...“ - წერს მოროშკინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს“ - თამარ გაბუნია

„შეზღუდვები აუცრელებისთვის უნდა იყოს“ - იმნაძის რეკომენდაცია საბჭოს

8 აგვისტოს ახალმთვარეობაა - რას მოგიტანთ ის თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?