Digest Logo

ე.წ. სუსის ფაილებში გიორგი სანაიას საქმის ახალი დეტალები აღმოჩნდა - რას წერს ვახო სანაია?

1632120992
სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ძმის მკვლელობის საქმის შესახებ წერს. 

მისი თქმით ე.წ სუსის ფაილებში სიახლე იპოვა, სადაც აღმოაჩინა პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გიორგის მკვლელობის „გამოძიება“.

„გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ !

სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.
მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის.

საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან.

იმავე დღეებში გამოჩნდნენ „მოწმეები“, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.

რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს „მოწმეები” იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ „მოწმეებს” იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ახლა კი მთავარი !

ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი „მოწმე“. პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გიორგის მკვლელობის „გამოძიება“ და საქმეს მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება. ეს „მოწმე“ შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი.

ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.
ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.
ყველას დრო დადგება ნელ-ნელა !“, - წერს ვახო სანაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ - ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას საცოლის პირველი კომენტარი

🔵„ახლა მოგიყვებით, რა ქვეყანაა ეს. რომ მოკვდე, მერე უარესი გელოდება...“ - ვახო სანაია

🔵„ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ...“ - ნანა ლორთქიფანიძე