მომღერალი, ირმა სოხაძე ვაქცინაციაზე რეგისტრაციის შესახებ წერს და ამბობს, რომ აცრა დროა ცოცხალი რიგებით გახდეს შესაძლებელი.
„ეს დარეგისტრირებაც, თავისთავად ბევრ სირთულეს უქმნის მსურველებს, ხოლო ბოლო ინფორმაცია 3000 განაცხადის გაფუჭების შესახებ, მართლა ცდება ყველანაირი ანალიზის, ვარაუდის თუ შეფასების ფარგლებს. ეგეთ ადამიანებს, უბრალოდ, ვერ აუხსნი, რა საზიზღრობას სჩადიან. ამიტომ სხვა გზაა მოსანახი. ცოცხალი რიგი ჩვენთან, ვფიქრობ, უფრო გაამართლებს" - წერს მომღერალი.
ასევე დაგაინტერესებთ👇