Digest Logo

ექიმები პაციენტებს დექსამეტაზონს არამიზნობრივად უნიშნავენ - მარშანია გვაფრთხილებს

1605266573
ექიმი არჩილ მარშანია -

ექიმი არჩილ მარშანია იმ პირებს, მიმართავს, რომლებიც ოჯახის ექიმებს პანდემიის დროს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კონსულტაციებს უტარებენ. მარშანია ითხოვს, რომ ექიმების მიერ დექსამეტაზონის გამოწერა მიზნობრივად მოხდეს.

მარშანიას აზრით, მედიკოსები დექსამეტაზონს ხშირ შემთხვევაში მსუბუქ პაციენტებს უნიშნავენ, რაც ადამინის ორგანიზმს აზიანებს.

„პაციენტები დაგვიანებით მოდიან კი არა, ამ „საოცარი“ სისტემის ოჯახის ექიმებს ეგება ვინმემ შეაგნებინოთ, მად, ზევით, რომ ყველა გა....აზე დექსამეტაზონი არ დანიშნონ.

კოვიდ 19-ს პათოფიზიოლოგიის ფაზებს თუ ვერ იმახსოვრებენ ასე უთხარით

ა: დექსამეტაზონი ინიშნება კოვიდ-19-ს მძიმე ან კრიტიკული მიმდინარეობისას, სხვა შემთხვევაში ის ზიანს აყენებს პაციენტს.

რთულია?

ანტიბიოტიკებზეც მოვიფიქრებ რამეს, მშრალი ხველა და მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება რომ არ არის, ეგეც რომ რამენაირად გავისიგრძეგანოთ“, - წერს არჩილ მარშანია.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვიტამინი და მისი ბუნებრივი შემცვლელები, რომლებიც covid-19-ის პრევენციისთვის უნდა მიიღოთ

იგეგმება თუ არა საქართველოში სრული ლოქდაუნი? - გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსის 6 სიმპტომი, რისიც ექიმებსაც ეშინიათ