კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა მოსწავლემ მას უცხო ადამიანისგან გამოგზავნილი საჩუქარი გადასცა.
„გუშინ ლექციის წასაკითხად რომ ვბრუნდებოდი, ჩემი მოსწავლე შემხვდა, დიდი ხნის უნახავი და საჩუქარი გადმომცა. უცხო ადამიანისგან არის, ვერაფრით დაგიკავშირდაო. მერე შენი სურათები უნახავს ძველები, ერთ-ერთზე მეც რომ ვიყავი, მიპოვა და გამომატანაო. პირველ რიგში, ძალიან შემრცხვა და მეორეც, ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა.
ექიმისთვის საჩუქრის ჩუქება, ჩემი აზრით, უხერხულია. ჩვენ ისედაც კმაყოფილი ვართ, როცა თქვენ კარგად ხართ და არც შემდეგ ჯერზე დაგზარდებით გვერდში დგომას.
ამ პოსტით არაფრის თქმა მინდა, გარდა იმის, რომ ექიმებს საჩუქარი არ აჩუქოთ, თქვენზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა. ის სახსრები ჯანმრთელად ყოფნისთვის მოიხმარეთ. დიდი მადლობა იმ უცნობ ადამიანს ასეთი სითბოსთვის“, - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
პედიატრი: ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის სასარგებლოა