ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, კვირის (27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი) ასტროლოგიური პროგნოზზე წერს.
მისი თქმით, მარსის გავლენიდან გამომდინარე, ეს ერთკვირიანი პერიოდიც დაძაბულია.
„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი
მარსის გავლენიდან გამომდინარე, ეს ერთკვირიანი პერიოდიც დაძაბულია - მარსის მორიელში ინგრესიით, ლილიტთან შეერთებით და ურანთან დაპირისპირებით, რაც მიუთითებს ფეთქებადსა და არასტაბილურ მდგომარეობაზე.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, 27–30 ოქტომბრის შუალედში მარსი შექმნის ჰარმონიულ ასპექტებს იუპიტერთან და სატურნთან, რაც მიანიშნებს ფიზიკური ენერგიის, მოტივაციისა და მიზანმიმართულობის გააქტიურებაზე. ამ დღეებში მოსალოდნელია სერიოზული წინსვლა, რადგან მარსი (ენერგია და მოქმედება) საკუთარ ძალას „ანიჭებს“ იუპიტერს (შანსები, შესაძლებლობები), ხოლო სატურნი (სტრუქტურა, კარიერა) ამ ენერგიას კონკრეტულ ფორმასა და რეალიზაციის მიმართულებას აძლევს. გარდა ამისა, მარსს ასევე აქვს დადებითი ასპექტი პლუტონთან, რაც ქმნის კარგ შესაძლებლობას დიდ, გარდამტეხ პროექტებში თანამშრომლობისთვის.
29 ოქტომბერს მერკური მშვილდოსანში გადავა (და იქ 19 ნოემბრამდე დარჩება). ეს მისი „გამოძევების“ ნიშანია, ამიტომ აზროვნება დაბნეული და გაფანტული ხდება. ადამიანები მოვლენებს მასშტაბურ ჭრილში ხედავენ, თუმცა უჭირთ დეტალების შემჩნევა. თუმცა ეს კარგია დროა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან ურთიერთობებისთვის, ასევე სწავლასთან, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. ამ დროს აუცილებელია ჭეშმარიტების მიყოლა, რადგან ტყუილს ან თუნდაც ნახევრად სიმართლეს შეუძლია სერიოზული ზიანი მოგვაყენოს.
30-31 ოქტომბერს იუპიტერი არაზუსტ ტრინს შექმნის სატურნთან (თუმცა მისი გავლენა მთელი ნოემბრის განმავლობაში გასტანს). ეს ასპექტი აღნიშნავს ახალი, გრძელვადიანი და მდგრადი სოციალური პროცესების ან პროექტების დასაწყისს. ეს შესანიშნავი დროა ავტორიტეტულ ადამიანებთან, ლექტორებთან, მენტორებთან, ტრენერებთან შეხვედრებისთვის, ასევე ლექციებსა და სწავლების/ტრენინგების პროცესში მონაწილეობისთვის. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამ პერიოდში დაწყებულმა ინიციატივებმა რეალური შედეგები 2026 წლის ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში გამოიღოს.
31 ოქტომბერს მერკური შექმნის სექსტილს პლუტონთან. მერკურისა (გონება, აზროვნება, კომუნიკაცია) და პლუტონის (სიღრმე, ტრანსფორმაცია, ფსიქოლოგიური ძალა) სექსტილი აერთიანებს გონების გამჭრიახობას და ფსიქოლოგიურ ინტუიციას. ამ დროს გონება ერთგვარი „რენტგენი“ ხდება, რომელიც კარგად ხედავს ნიუანსებს. ეს განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად რთულ მომენტებსა და ურთიერთობებს ეხება. ეს კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის და თვითრეფლექსიისთვის.
1-2 ნოემბერი ემოციურად დატვირთული დღეები იქნება, რადგან მთვარე იმოძრავებს თევზების ნიშანში. გაძლიერდება ინტუიცია, შინაგანი შეგრძნებებისა და მიხვედრილობის უნარი - მათ შორის ისიც, რომელიც პირად არაცნობიერს უკავშირდება. შესაძლოა „ამოტივტივდეს“ წარსულთან დაკავშირებული ემოციური გამოცდილება ან მივიღოთ სიმბოლური მინიშნება სიზმრების საშუალებით“, - წერს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ