ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე თავისი კოლეგის, თიკა წერეთლის რუბრიკის სტუმარი გახდა და გასცა პასუხი შეკითხვას, როგორ ახერხებს ყოფილი ქმრის, ვახო სანაიას ახალ მეუღლესთან და მის მშობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.
„სხვანაირად როგორ უნდა მოვახერხო? რაც შეეხება ოჯახთან ურთიერთობას, ეს მათი დამსახურებაა. ჩემი დედამთილი და მამამთილი, რომელიც სამწუხაროდ, ერთი წლის წინ გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ხალხია. 17 წელია, ამ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა და მათგან დიდ ზრუნვას და ყურადღებას ვგრძნობ. ამ სიყვარულსა და ურთიერთობას ვერაფერი გაწყვეტდა, რაც უნდა მომხდარიყო ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის.
როდესაც მე და ვახო განვქორწინდით, ჩვენი შვილები 2 და 3 წლის იყვნენ. ვფიქრობ, ამ ასაკში უფრო ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე ახლა იქნებოდა, მათი თინეიჯერობის ასაკისას. დაშორება ხომ პრობლემებმა გამოიწვია და პრობლემები სულ წარმოქმნიდა კონფლიქტს. 21 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავით შეყვარებულები. ასეთ ასაკში ვერ ხვდები, რომ ოჯახი პასუხისმგებლობას უკავშირდება. ვგრძნობდი, რომ ბავშვები განიცდიდნენ კონფლიქტურ სიტუაციებს…
ახლა სადაც უნდა მივიდნენ, ყველგან კარგი სიტუაციაა, არსად კონფლიქტი აღარ არის, ჩემთან არიან, ბებიასთან თუ მამასთან, ახალ ოჯახში, ყველგან კარგია. მგონია, მათთვის ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ყველაფერი ერთ სივრცეში იყოს ჩაკეტილი და იყოს მუდმივი დაძაბულობა“, - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია