ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება.
ჟურნალისტი ექსპრეზიდენტს მიმართავს და წერს, რომ სააკაშვილს დღეიდან მშვიდი ძილი არ ეღირსება.
„მიშა ახლა წარმომიდგენია რა საშინელი, შეშინებული სახე გაქვს, წარმომიდგენია როგორ გაკანკალებს, წარმომიდგენია როგორ ცდილობ ახლა ხმა დაახშო გარედან შემოსული, ხმა შენი ნაწამები ბიჭების, ხმა შვილმკვდარი დედების არამიწიერი ტირილის! მიშა გესმის?! გესმის საქართველოს ხმა? გესმის რა გელის? ეს დასაწყისა, ილოცე რომ გარეთ არ გამოგიშვან!
ამაღამ კოშმარები გელის, დღეიდან მშვიდი ძილი არ გეღირსება! უსმინე მიშა, უსმინე დღეიდან ეს შენი ყოველდღიურობაა!
ჭამე, ჭამე რომ ჯოჯოხეთში წასვლის დრო გაიხანგრძლივო!!“- წერს ნათია ბერიძე.
ინფორმაციისთვის, რუსთავი ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისული მოქალაქეები საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობაში დარჩენას მოითხოვენ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ექიმს მხედველობიდან ეპარება... და მთავრდება უეცარი სიკვდილით - მარიამ კუკუნაშვილი
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები