Digest Logo

„ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მას, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს“ - თამაზ ლომიძე

1632571059
დეკანოზი თამაზ ლომთაძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ ეკლესია არჩევნებში უნდა ჩაერიოს. როგორც ის აღნიშნავს, სასულიერო პირებმა მრევლს გარკვევით უნდა უთხრან, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.

„ვეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.

ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ „გადააგდებს“ პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს.

ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს.

ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა - გონებით შეაფასოს და აირჩიოს“, - განაცხადა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებებით სავსე დღე იყო “ - ლელა მებურიშვილმა დაბადების დღე ხორვატიაში გადაიხადა

🔵„მანქანა გამიტეხეს, რამე „გზავნილია“, ბიჭებო?“ - ქაცარავა

🔵 „ფაიზერის“ ვადა 3 თვით გახანგრძლივდა