ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი, თქმით ეს მეთოდი გააუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას და არ გადატვირთავს ჯანდაცვის სექტორს.
„ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის. მაღალი რისკ ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონომკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია.
გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ emergency room-ში. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში.
ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების ალბათობა და შესაბამისად დაიცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან.
მონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ. ახლა კი CDC რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე", - წერს გეგეჭკორი.
აგრეთვე წაიკითხეთ: