Digest Logo

„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე" - ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ სენსაციურ წამალს ასაჯაროებს

1630650383
დალი

ჟურნალისტი, დალი ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში თავის რთულ კოვიდ ისტორიაზე წერს. ამბობს, რომ ალერგიის გამო, საავადმყოფოში არც ერთი წამალი დაულევია, თუმცა ვირუსის „ბრჭყალებიდან" თავისი ხელით დამზადებული პრეპარატით „გამოძვრა“.

„მათთვის, ვისაც კოვიდის ეშინია: მოგახსენებთ, რომ ვარ მედიკამენტებზე რადიკალურად ალერგიული, მაქვს თანამდევი დაავადება, ასთმა. კოვიდი ნოემბერში დავამარცხე, მძიმე მდგომარეობით შევედი საავადმყოფოში, ეს იციან ჩემმა ახლობლებმა. ვერ ვსაუბრობდი ჰაერის უკმარისობის გამო, მაგრამ მთავარია არ დაეცე სულით, ორივე ფილტვის პნევმონია მქონდა, წამალი არ შეიძლებოდა ვინაიდან რეაქციას მომცემდა. 35 წელი წამლის გარეშე ვცხოვრობ, მინდა არ მინდა ასე მიწევს. იოდი, რომ იოდია, ისიც კი საშინელ რეაქციას მაძლევს, ანტი ალერგიული პრეპარატები კომაში მაგდებს და ვარ უფლისა და ჩემი ჯანმრთელობის იმედზე. ასეთი მდგომარეობის ადამიანი მოვხვდი საავადმყოფოში.

ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. პირველი რაც გავაკეთე, ჟოლოს ცხელი კომპოტი ვსვი, დაახლოებით ერთ ჯერზე სამ ლიტრამდე, რასაც მოვერიე. მერე ყოველ ხუთ წუთში გირჩის მურაბის ჩაის ვსვამდი, ფილტვების უებარი წამალია. უზმოზე, 8 კოვზი თაფლი, ერთი თავი ლიმონი და ოთხი თავი ნივრის დაბლენდერებულ ნაზავს ვიღებდი ყოველ დილა, ერთ სუფრის კოვზს. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე, ფილტვებს ვნებს. დღეში სამჯერ ვბერავდი ხუთ ბუშტს და ამას ემატებოდა ის, რომ პალატაში დავდიოდი და დავდიოდი.

ვმოძრაობდი, ვმღეროდი, ვიცინოდი, ვცეკვავდი და დავცინოდი მახრჩობელა კორონას! თუ სიკვდილია, დაე! ცეკვა - სიმღერით მოვკვდე -მეთქი. მამხნევებდა გარედან ყველა! ლექსი მივუძღვენი პალატაში მყოფ დევნილს, აფხაზეთიდან. მერე მისი დაბადების დღეც აღვნიშნეთ! წითელი ღვინოც მოვწრუპეთ და 14 დღეში სამი ქალბატონი გამოჯანმრთელებული გამოვეწერეთ! მე უწამლოდ და ექიმების ჩარევის გარეშე გამოვძვერი კორონას „ბრჭყალებიდან". უბრალოდ მათი ზედამხედველობის ქვეშ ვიწექი და ყოველ დილა-საღამოს სიცხის მაჩვენებელს იწერდნენ . არ შეგეშინდეთ! თქვენ დაამარცხებთ კორონას! უბრალოდ იცინეთ და სულიერად არ დაეცეთ! მიიღეთ ეს რეცეპტები რაც აქ ჩამოვთვალე", - წერს დალი ყარაულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უუუხ... იპოვეს" - ლისის ტბის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

🔵VIDEO: წურწუმია ახალი სეზონისთვის ემზადება - ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი

🔵ყურადღება! - ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს