Digest Logo

„ერთ კვირაში შეიძლება უკვე გვიან იყოს" - ივანე ჩხაიძე პაციენტისთვის დახმარებას ითხოვს

1628853306
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე სოციალურ ქსელში საკუთარი პაციენტის დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ საზოგადოებას პატარა გიორგის გადარჩენა შეუძლია.

„ეს ჩვენი პაციენტის დედის, იზა ონიაშვილის პოსტია. სამშაბათს თურქეთში გიორგის ოპერაციისთვის უკვე ყველაფერი მზად ექნებათ. დღეს მისი სტამბოლში ტრანსპორტირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ერთ კვირაში კი შეიძლება უკვე გვიან იყოს. ოპერაციის თანხა არ არის ძალიან დიდი (45.000 დოლარი), რომ მისი შეგროვება ყველამ ერთად ვერ მოვახერხოთ. 50-100 ლარი არ გაგვაღარიბებს, ამ უბრალო ოჯახისთვის გაღებული სიკეთე კი ნამდვილად გაგვამდიდრებს. სულ ოთხი დღე გვაქვს დარჩენილი",- წერს ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის მსგავსად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს გიორგის დედაც, იზა ონიაშვილი.

„ეს საოცარი ბიჭი 10 წლის გიორგია. გიორგის დიაგნოზი (მძიმე მოძრაობითი აშლილობა) აღარ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და საჭიროებს სასწრაფო ნეიროქირურგიულ ოპერაციას (თავის ტვინის ღრმა სტიმულაციას), რომელიც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენ საზოგადოების და კეთილი ადამიანების დახმსრების გარეშე ამ ოპერაციის გაკეთებას ვერ შევძლებთ.მოგმართავთ თხოვნით მცირე წვლილი შეიტანოთ გიოს სიცოცხლის გადარჩენაში", - წერს იზა ონიაშვილი.

#გიორგისთვის
საქართველოს ბანკი:GE41BG0000000365961381
მიმღები:ალბერტი ონიკაშვილი.
თიბისი ბანკი: GE19TB7587845061100057
მიმღები:ალბერტი ონიკაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ👇

„თქვენ გგონიათ 20,17… და ასე, დაუსრულებლად, 6000-მდე, ფერმაში დაკლული ქათმების რაოდენობაა?! ისინი ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის კარს მიღმა იხოცებიან“

„ანტივაქსერების სექტა თქვენით შოულობს ფულს“ - ვის მიმართავს ფხაკაძე

თამუნას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება