Digest Logo

„თქვენ გგონიათ 20,17… და ასე, დაუსრულებლად, 6000-მდე, ფერმაში დაკლული ქათმების რაოდენობაა?! ისინი ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის კარს მიღმა იხოცებიან“

1628850625
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად გამოცხადებული კორონავირუსით დაღუპულთა სტატისტიკის მიღმა უამრავი ადამიანი დგას, რომელთაგან ყველას წარსული და აწმყო აქვთ და მომავალზე ოცნებობდნენ. 

„თქვენ გგონიათ, ყოველდღიურად რომ ციფრებს აცხადებენ, ეს, უბრალოდ ციფრებია?!

თქვენ გგონიათ, 20,17,25,30,33… და ასე, დაუსრულებლად, 6000-მდე, ფერმაში დაკლული ქათმების რაოდენობაა?!

თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ წარსული, ან არ ოცნებობდნენ მომავალზე?!

თითოეულია ერთი, დიდი, ადამიანური ტრაგედიაა, უშველებელი ისტორიებით – დაბადებით, ცხოვრებით, ოჯახებით, შვილებით, პროფესიებით, საოჯახო ალბომებით… და ფიქრებით, ხვალინდელ დღეზე, რომელიც აღარასდროს გათენდება!

ისინი ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის კარს მიღმა იხოცებიან, სრულიად უცხო ადამიანების ხელში… უცხო ადამიანები უხუჭავენ თვალებს და ზოგჯერ, პირველი ჭირისუფლებიც, ეს უცხო ადამიანები არიან…

და დღეს, მანამ, სანამ უმრავლესობა არ ავიცრებით, ყველა ჩვენგანი, ასეთი ისტორიების დამსრულებელი, პოტენციური მკვლელია, რადგან არ ვიცით, ვისთვის გადადებული ვირუსი შეიძლება გახდეს მომაკვდინებელი!

არ ითამაშოთ ეს, „რუსული რულეტკა“… ის კლავს, არა! ციფრებს არა, 20,17,25,30,33…… ადამიანს!,“ - წერს ანი ქავთარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„საშინელი ტრაგედია, ვიზიარებ!ეს რა უბედურება ხდება!“- ანრი ჯოხაძეს 33 წლის მეგობარი გარდაეცვალა

„მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები... გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა“ - მძიმე კოვიდ ისტორია

„ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს...“