19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, გასული წლის 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში ნახეს.
გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.
ამ ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა...
სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ერთი წელი გიოს გარეშე.
თავისი არყოფნით ყველა შეგვცვალა, სულიერად გაგვზარდა,
მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!,“- წერს მირიან ნიკოლაძე.