გუშინ, 6 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ამერიკელ გეილ დენ სტივესონთან ბოლო წამზე წააგო.
მის გამარჯვებას ბევრი ელოდა, ყველამ იცოდა, რომ გენო მედლის გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდებოდა. ასეც მოხდა, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მისი შეჯიბრი ტატამზე ქომაგებს გულგრილს ვერ დატოვებდა. გენომ პირველობისთვის იბრძოლა, ბოლო წამამდე იბრძოლა, თუმცა ზუსტად ბოლო წამი აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო.
მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედალი ვერ მოვიპოვეთ გენო გუშინდელი დღის გმირი იყო და სოციალურ ქსელში ამაზე ხალხი ერთხმად შეჯერდა. ისინი მადლობას უხდიდნენ გენოს ბრძოლისთვისა და თავდადებისთვის.
„11 წლის ბავშვი, რომელსაც ცხინვალელი სეპარატისტ-ტერორისტები იტაცებენ და ტყვეობაში თვეობით ამყოფებენ, რამდენიმე წელში მსოფლიო ათლეტი ხდება და ოლიმპიადას იპყრობს. ერთხელ ვერცხლიც მოსინჯა რა, იმიტომ რომ თავადაა ოქრო“, - ნინო დარასელი.
„ბოლო წამი ისეთი უსამართლო აღმოჩნდა გენოსთვის. გენო, მედლის გარეშეც ოქროს ბიჭი ხარ!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი.
„მაინც, რა ძვირფასი ხალხია სპორტსმენები და რამდენი სიხარული და გულშემატკივრობა მოაქვთ, როგორ გვაერთიანებენ ყველას (სანამ პოლიტიკაში წავლენ).
გენო პეტრიაშვილის ბოლო წამებზე ისე ვინერვიულე, მგონი მთელი ცხრაწლიანი დევნის განმავლობაში ერთად არ მინერვიულია ამდენი. წაგებაზე არაფერს ვიტყვი საერთოდ. სიკვდილის ტოლფასი უბედურება“,- ნიკა გვარამია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები