Digest Logo

„ეს არის ნიკოს დედა, ხუთი შვილის დედა...“ - რას წერენ ნიკა კვარაცხელიას ოჯახზე?

1631979835
ნიკა კვარაცხელია

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „ნიკოს სახელობის სტიპენდია“ დაწესდება.

 

„ეს არის ნიკოს დედა. ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო. ოჯახის გადაწყვეტილებით გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც.

ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას! მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას,“- წერს ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები...“ – შაქარაშვილის და ნიკა კვარაცხელიას დედაზე

🔵„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს... უბედურია ის, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა...“ - კვარაცხელიას დედის ემოციური განცხადება

🔵პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა - ვინ არიან ბრალდებულები?