Digest Logo

🎥 „ეს ხურავს „რუსთავი 2“-ს“ - ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი, რომელიც საქართველოში კრემლის იდეოლოგების მასპინძელია (ვიდეო)

1617261632
მირიანაშვილი, გაბუნია და პუტინი

მირანდა მირიანაშვილი, რუსი მილიარდელის ქართველი ცოლია, რომელიც საზოგადოებისთვის  ნაკლებად ცნობილია. პირველად ის საჯარო სივრცეში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჟურნაისტმა გიორგი გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

მაშინ მირიანაშვილმა აქცია „რუსთავი 2“-თან დააორგანიზა. მირიანაშვილის თემას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც ეხმაურება.

მან 2019 წელს გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და თან დაურთო პოსტიც, რომელიც მან ორი წლის წინ დაწერა.

ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ესეც ჩემი სტატუსი, „რ2“-ში გაბუს თავის მოთხოვნით პუტინისტების მოვარდნის დღეს დადებული.

ხოდა დღესაც ეს სამარცხვინო არსებაა „ოცნებისთვის“ საპატივცემულო ბრიგადის მასპინძელი.

2 წლის წინაც ასე იყო. ახლაც ასეა. არაფერი არ იცვლება საოცნებო საქართველოში.

ეს რო არ ნახოთ.

მირანდა მირიანაშვილი. ვიღაც რუსი მინიგარქის ცოლი. მოიგონა რო მომღერალია (სინამდვილეში ბიძინას ზებრაზე უარესად ყროყინებს) და ხალხს ფულს უხდის, რომ უსმინონ. მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით - ხან სად და ხან სად აწყობს კონცერტებს, ხალხი ჩაყავს ჩარტერებით და მღერის. ისინიც, ხათრით ან ბანკეტზე რომ დროზე გადაინაცვლონ „იკრის“ საჭმელად, ტაშს მიუგდებენ ან ოი მალაძეც ეტყვიან, და ეს უნიჭოც იკმაყოფილებს ავადმყოფ ეგოს.

ხოდა, ახლა ჩაენძრა, „ვეს ვაზმუშონნი ტბილისი საბირაეცა“ ტექსტი დაარტყა და ანგარიში ჩააბარა პუტინს, რომ აქ ვართ ჩვენები ყველაო. ამანვე ჩაატარა რუსული დაბდღე მთაწმინდაზე, ცეკვათამაშით, ბავშვების თვალების დათხრის ერთი კვირის თავზე (შაბათის კურირერში იყო) და ახლა ეს რუსაჩკა ყლ...ლა ხურავს „რ2“-ს.

არა რა, ეს რამაც მოსკოვში ჩაიყვანა დიდი ხნის წინ, იმ საქმეში „ყოფილები“ მართლა არ არსებობენ და ამათი დრო ვინც მოაბრუნა საქართველოში, მართლა უნდა ამის ყროყინი ასმენინო სიცოცხლის ბოლომდე და ბანკეტზეც არ გაუშვა,“ - წერს ნიკა გვარამია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რუსეთისგან ქილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს, ესაა ამერიკის ელჩი - გვარამია

გიორგი გაბუნიას გარდა, ამ სტუდიაში არავინ არ იდგება - ნიკა გვარამიას მონოლოგი