ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, ფეიბუკზე წერს, რომ აშშ-ს ელჩი რუსეთისგან დევნილ გიორგი გაბუნიას ამერიკის ვიზას არ აძლევს.
როგორც ნიკა გვარამია წერრს, არ აპირებს, სიმართლე დამალოს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის.
„რაც გამომრჩა და დამავიწყდა მეთქვა: რუსეთისგან კილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს და თავისი ხელიდან სასიკვდილოდ იმეტებს, აი ესაა დღევანდელი ამერიკის ელჩი.
არც ესაა სირცხვილი? არც ეს არ უნდა ითქვას? აქაც ნამუსი უნდა შევუნახოთ, იმიტომ რომ ამერიკის ელჩია? არა, ბატონებო! სიმართლე სიმართლეა, გინდა ამერიკელს ეხებოდეს, გინდა ფრანგს და გინდა გერმანელს“, - წერს ნიკა გვარამია.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ახლა იმისთვის ვწერ, რომ გადარჩენისთვის ძალა ვიპოვნო - ნაჯა ორაშვილი
რატომ ვწერ ამას? ასე მგონია ვიღაცას სჭირდება დღეს გამხნევება - წერს კოშკელიშვილი