
„გრძელი კოვიდი“ მეტად საშიშია მოსახლეობისთვის, რადგან ჰოსპიტალიზებული პაციენტების 60%-ს, ექვსი თვის შემდეგ, სიმპტომები კვლავ უვლინდებათ“,- ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. „გრძელი კოვიდით“ (ფრანგული კოვიდით) ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ, კვლავ, შესაძლოა, აღმოგაჩნდეთ სხვადასხვა სიმპტომი.
სწორედ აღნიშნული მასალა გაიზიარა სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ე.წ. გრძელი კოვიდი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და გამოსავალს რამდენიმე გზით გვთავაზობს.
„დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოკლედ და კონკრეტულად - „გრძელი კოვიდი“ არის საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხე. რატომ?! მოსახლეობის 30%-ზე მეტმა გადაიტანა ეს ვირუსი.
გამოსავალი:
სამედიცინო პირბადე
2-მეტრიანი დისტანცია
„ფაიზერის“ ვაქცინა
ეს ვერაგი არის დასამარცხებელი
1890 რუსული „გრიპი“
1918 ესპანური „გრიპი“
2020 ჩინური „გრიპი“
ვხედავთ, რომ არის ბევრი საერთო რამ ამ „გრიპებში“
გავრცელების დიდი არეალი
გაზრდილი სიკვდილიანობა
დატოვებული სხვადასხვა დაავადებები
გრძელი კოვიდი არის მისახედი.
გამოსავალი:
კოვიდ გადატანილი პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მკურნალ ექიმთან (მინიმუმ 1 წელი)
არ დაიწყოთ თვით მკურნალობა! ეს სახიფათოა!
რეინფიცირების ალბათობა არის გადატანიდან 5-6 თვეში“.