Digest Logo

„ეს სამარცხვინო ფაილები არის ხელისუფლების ყველაზე მძიმე, ტოტალური დანაშაული“ - თეოლოგი ფარულ ჩანაწერზე

1631603726
თეოლოგი ბექა მინდშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი პირადი საუბრების მოსმენა - ჩაწერას სამარცხვინოს უწოდებს და მომხდარში ხელისუფლებას სდებს ბრალს. მისი აზრით, ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოსმენებს ჩვეულებრივ მოვლენად იღებს არაჯანსაღია.

მინდიაშვილი ხაზგასმით აცხადებს რომ დანაშაულია ის, რასაც ხელისუფლება თავის უდანაშაულო მოქალაქეეებს უკეთებს.

„ფაილების გამოქვეყნების პირველი შედეგი ისაა, რომ უმეტესობას მიაჩნია, ეს ნორმალურია, მერე რა, გვისმინონ, მღვდლებს უსმენენ, უმცირესობებს, ენჯეოშნიკებს, ვინ, ვისთან, როგორ, „ჰაჰაჰაჰაჰა“

ეს სამარცხვინო ფაილები არის ხელისუფლების ყველაზე მძიმე, ტოტალური დანაშაული. მაგრამ საუბედუროდ, ეს ყველაფერი ჩვენზეც, მათ მკითხველებსა და გადამკითხველებზეც დადებითად არ მეტყველებს!

არ შეიძლება ყველაფერზე ხითხითი, არავინ არასოდეს არ შეიძლება იმსახურებდეს იმას, რასაც ხელისუფლება უკეთებს თავის უდანაშაულო მოქალაქეეებს!“ - წერს თეოლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მძიმე საყურებელია, გულის განმგმირავია ბავშვის ტირილი“ - უმძიმესი კადრები

„მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები“ - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური განცხადება

„ჩაქუჩა“ აშშ-ის საპატიმროს სავარაუდოდ დღეს დატოვებს