Digest Logo

„ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, გავერთიანდეთ საქართველოსთვის!“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

1639740611
მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლებს დაუჭირონ მხარი. 

„ჩემო მეგობრებო, გავერთიანდეთ საქართველოსთვის!

სულ რამდენიმე წელია, რაც გვეძლევა საშუალება, საქართველოდან მივცეთ ხმა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს საბავშვო ევროვიზიაზე. რა თქმა უნდა ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

დღეს, ღამის 11საათზე დაიწყო ონლაინ ხმის მიცემა ბმულზე http://junioreurovision.tv შევდივართ ბმულზე, ვუსმენთ ყველა გამომსვლელის ვიდეოკოლაჟს, ამის მერე გვეძლევა ხმის მიცემის საშუალება, ხმას ვაძლევთ რა თქმა უნდა ნიკოს (საქართველოს) და კიდევ რომელიმე ორ ქვეყანას.
ხმის მიცემა დაიწყო!
მხარი დავუჭიროთ ნიკოს!.
მხარი დავუჭიროთ საქართველოს!

P.S.
ხმის მიცემისას ფიქსირდება IP მისამართი, ამიტომ ერთი ოჯახიდან, ან ორგანიზაციიდან თუ ხდება ხმის მიცემა, ტელეფონები უნდა გადავიყვანოთ 4G-ზე, რათა ყველა ხმა დაფიქსირდეს“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 ცვლილებების წელია - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის?

🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები