Digest Logo

„გამოცდილმა და შემდგარმა ქალებმა იციან, რომ პატრიარქატი კლავს... არავის ნებართვა არ გვჭირდება, იმისათვის რომ ვიყოთ ის ვინც ვართ“ – მარიამ კუკუნაშვილი

1640608685
მარიამ კუკუნაშვილი

„მახინჯ პატრიარქალურ კულტურაში, რომელსაც ლურჯწვერა განასახიერებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ ქალებს კაცების ნებართვა ესაჭიროებათ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სასჯელი ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ“, – ამის შესახებ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შემდგარმა და ძლიერმა ქალებმა იციან, რომ პატრიარქატი კლავს.

„იუნგიან ფსიქოლოგი კლარისა პინკოლა, ჩვეული, „სთორი თელინგით“ გვიყვება, რომ ულამაზეს ტყეში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ლურჯწვერა კაცი. რომელმაც ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და მეზობელ ქალაქში მცხოვრები სამი დის ოჯახს ესტუმრა. უფროს დებს ლურჯწვერა კაცი არ მოეწონათ, უმცროსმა კი იფიქრა, ულამაზეს ბუნებაში ცხოვრობს და არ უნდა იყოს ცუდი კაციო.

ერთ დღეს, როდესაც დები სასახლეს ეწვივნენ, ლურჯწვერამ საცოლეს გასაღებების ასხმა მისცა და უთხრა: ყველა კარი შეგიძლია გააღო გარდა ერთისაო. დები ოთახების დათვალიერებით გაერთნენ და გადაწყვიტეს აკრძალული ოთახის კარიც ეპოვათ. როდესაც კარი შეაღეს და იქ გამეფებულ უკუნეთ სიბნელეში სანთელი გაანათეს, აღმოჩნდა, რომ ოთახი სავსე იყო ჩონჩხებით და თავმოკვეთილი ქალების გვამებით… შეშინებულ საცოლეს ის ის იყო კარი უნდა დაეკეტა, რომ ლურჯწვერა თავზე წამოადგა და განრისხებულმა უთხრა, რომ დაუმორჩილებლობისთვის მასაც თავის მოკვეთა ელოდა… საცოლემ ნახევარი საათი ითხოვა სიკვდილამდე და შეშინებული დების ოთახისკენ გაიქცა…ამასობაში სამივე და მობილიზდა, ლურჯწვერას მახე დაუგეს და მოკლეს.

ამ ამბის მორალი და ფსიქოლოგიური ანალიზიც იმაში მდგომარეობს, რომ მახინჯ პატრიარქალურ კულტურაში, რომელსაც ლურჯწვერა განასახიერებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ ქალებს კაცების ნებართვა ესაჭიროებათ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სასჯელი ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ. ყველაზე უმცროსი ასაკის საცოლე კი სიმბოლურად ყველაზე გამოუცდელ ქალს განასახიერებს… რადგან გამოცდილმა და შემდგარმა ქალებმა იციან, რომ: პატრიარქატი კლავს და არავის ნებართვა არ გვჭირდება იმისათვის, რომ ვიყოთ ის ვინც ვართ და შევაღოთ ნებისმიერი კარი, რაც მოგვინდება“,- წერს კუკუნაშვილი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵თბილისელმა სტომატოლოგმა 21 კაცი დახოცა

🔵ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა - თბილისში აფაქიების ოჯახი სადისტურად ამოხოცეს

🔵19 წლის გოგომ საკუთარი ბაბუა მოკლა და მისმა მეგობარმა გარდაცვლილს 40 ჭრილობა მიაყენა - გაუხმაურებელი ამბავი

🔵დანა მხარში ჩამარტყა, თითი მომაჭრა - რას ჰყვება 38 წლის ქალი, რომელმაც 6 წელი ქმრის ტყვეობაში გაატარა

🔵18 წლის ბიჭმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა - ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ

🔵თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს