ყველასათვის საყვარელი გურული ბებო, ნათი საავადმყოფოში არის მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაციას შვილიშვილი გივიკო დიდია ავრცელებს.
როგორც გივიკო წერს, ნათის ბარძაყის ყელის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.
„განადგურებული ვარ, მთელი დღე საავადმყოფოში გავატარე ნათიმ საყიდლებზე გამიშვა და სანამ შენ მოხვალ თევზს შეგიწვავო.
სახლში დაბრუნებულს ეზოში დამხვდა წაქცეული, მოვკვდი რომ დავინახე. ბარძაყის ყელის მოტეხილობა აქვს ჩემს გოგოს. ხვალ ოპერაციას იკეთებს და ღვთის წყალობით ამ სიმწარესაც გადავრჩებით
პ.ს გვიყვარხართ და არაფერი არ გინდოდეთ თქვენი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის გარდა,“- წერს გივიკო დიდია.
„დაიჯესტი“ უსაყვარლეს ნათი ბებოს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს - გივიკო დიდია
ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები