ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფოში ყოფნის დროს ემოციურ ამბავს იხსენებს და სტატუსს აქვეყნებს.
„დიდი ხანია კოვიდამბავი არ მომიყოლია. კლინიკაში როცა ვიწექი, მედიკოსებიდან რამდენიმეს კორონა უკვე გადატანილი ქონდა. ერთს ვკითხე, აქ ხომ შეფუთულები ხართ და როგორ გადმოგედოთქო. სრულიად ჩვეულებრივად მომიყვა როგორ გახდა პაციენტი უცებ ცუდად, ეს არ იყო იმ წუთას ჩაცმული და აღჭურვილობის ჩაცმაზე დრო რომ არ დაეკარგა, მიქანდა და დაეხმარა, ასე შიშველი ხელებით. შესაბამისად გადაედო კოვიდ 19.
იმდენად ბუნებრივად მოყვა, რომ მეც ჩვეულებრივად მივიღე. გარდაცვლილი მედიკოსების სტატისტიკას გადავხედე და გამახსენდა ეს ამბავი.
საკუთარი სიცოცხლე გარისკა ადამიანმა და ამას სრულიად ბუნებრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ რიგითი ექიმები, ექთნები და სანიტარები...“- წერს თეონა ცხომელიძე.