Digest Logo

„გასკდა გული!... ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს“ - გადელია

1631804024
დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმიანება. გადელია ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი სიმკაცრე შესაძლოა, კრიმინალის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება იყოს.

„გასკდა გული!..

როგორც ჩანს ცოდნაზე, სწავლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალს, ვიღაც სალახანამ სიცოცხლე მოუსპო! დაიჭერენ ამ ვიგინდარას, მოიხდის 15 წელს ციხეს - შეიძლება საჩივარიც დაწეროს ციხეში, „ყავა შეციებული იყოო“, გამოვა და რა?.. რას შექმნის? 99.9%-ით არაფერს სასიკეთოს. მომავალი კი წაგვართვა... მერამდენედ უნდა ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილები, პარაზიტების ხელიდან განწირულები!? მართლა არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კრიმინალთან! მერამდენედ ვამბობ: ხალხის დაკვეთა 2012 წელს იყო - „უდანაშაულო ხალხს, მხოლოდ ფულის წაგლეჯვის მიზნით ნუ მოუწყობს მთავრობა პროსკრიპციებს“, თორემ არავის უთქვამს ნაღდი კრიმანალები თავზე დაისვით და ეფერეთო! მესმის, როდესაც უკომპრომისო ბრძოლას აჩაღებ კრიმინალთან, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უდანაშაულო ადამიანებიც არ მოყვეს შემთხვევით.

მაგრამ ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს და სანატორიუმივით არ მიდიოდეს! მოვკვდი დღეს ამ ბიჭის ამბით.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! საკუთარი თავიც მეცოდება და მეშინია შვილების გამო...“ - წერს დავით გადელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბოთე“, „ჩაინიკა“, „რიჟოვიჩი“, „მღვდელოვიჩი“, „პაპლიკა“ „წერტილა“ და სხვა პირები “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავეს

ახალმა „მონსტრმა“ ვარიანტმა შესაძლოა, დელტა შტამი საბავშვო თამაშად აქციოს - ფაუჩი

რამდენი ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში აცრის შემდეგ