პოლიტიკური პარტია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე წერს.
მისი თქმით, ამ ოჯახის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ისინი ვაგონში ცხოვრობენ.
„ფოტო არ მაქვს, სიტყვაზე მენდეთ!
გასვენება ვაგონიდან იქნება!
ოჯახის წევრებმა შეშის ფეჩი გარეთ გამოიტანეს და ამ ღამეს ისე გაათენებენ.
საქართველო, თბილისი, აფრიკა. 2020 წელი...
568898217 ლია.
უბრალოდ გაამხნევეთ.
პ.ს.: ეს საქართველო არ ჩანს პარლამენტის დერეფნებიდან“,- წერს ჭალიძე.
სწორედ ამ პოსტს გამოეხმაურა, ბევრი ადამიანი და შეძლებისდაგვარადა დაეხმარებიან ოჯახს.
„ლადო კახაძეს ნომერი იქნებ მომაწოდოთ ვინმემ“,- უწერენ კომენტარებში.
„სახელი და გვარი შეიძლება და რაღაც დეტალები? მომწერე, ერთი დახმარების გზა ვიცი“,- წერია კომენტარებში.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
რა ასწავლა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს უმძიმესი სენის დასამარცხებლად?