Digest Logo

რა ასწავლა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს უმძიმესი სენის დასამარცხებლად?

1608642320
ბუბა კიკაბიძე და თამარ ივერი

მსახიობსა და მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, თირკმელების პრობლემა ჰქონდა და ცუდად იყო.

მას მომღერალმა თამარ ივერმა, იტალიაში წასვლა და თირკმლის გადანერგვა ურჩია.

 

„ჯანმრთელობა ადამიანისთვის პირველია და როცა ის ხელს არ გიწყობს, მერე აღარაფერი გაინტერესებს.

როცა გავიგე, რომ ბუბას ასეთი პრობლემა ჰქონდა და ყოველ სამ დღეში დიალიზს იკეთებდა, საშინლად მომხვდა გულზე.

ვთქვი, რომ იტალია კათოლიკური ქვეყანაა და თუ არ ვცდები, ერთადერთია, სადაც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს ყოველგვარი საბუთების, თანხებისა და დაზღვევების გარეშე უკეთებენ ოპერაციას.

ჩემი დედამთილი იქ ცხოვრობს და ბევრი ქართველი ვიცი, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, საჭმლის ფული არ აქვთ, მაგრამ მრავალათასიანი ოპერაციები აქვთ გაკეთებული.

ამბობდნენ, ყოველ ორ დღეში დიალიზს ვიკეთებდით და რაც თირკმელი გამოვიცვალეთ, მეორედ დავიბადეთო.

თუმცა, როცა საქმე თირკმლის გადანერგვას ეხება, ელემენტარულად, რიგში ჩადგომაა საჭირო.

ეს ორ-სამ დღეში არ ხდება.

5-6 თვე ან ერთი წელიწადია საჭირო.

მაგრამ, ეს პერიოდი სულ იქ ყოფნაც არ მოგეთხოვება, უბრალოდ, აღრიცხვაზე უნდა იყო – ისინიც დარწმუნდნენ, რომ შენ ეს მართლა გჭირდება და რიგში ჩადგე.

დარწმუნებული ვარ, ბატონ ბუბას ამაში საელჩო ძალიან დაეხმარება და კარგი იქნება, თუ ამ გზას მიმართავს“,- ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ივერი.

ბუბამ ეს ჯანმრთელობის პრობლემა დაამარცხა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

რატომ არ იხსნება ბაზრობები - ცქიტიშვილის განმარტება

სტალინსაც უყვარდა კლასიკური მუსიკა, სხვათა შორის, მოცარტიც - სანაია