ახალგაზრდა ქართველი მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მომხდარს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა და გარდაცვლილ მოსამართლეზე ემოციური პოსტი დაწერა.
„მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც მცირე დროით და მას შემდეგ დღემდე მომყვება უსაზღვრო სითბო, რომელიც კახეთში კონცერტის ჩასატარებლად ჩასულს დამიტოვა თბილისისკენ მომავალმა საოცარმა ქალბატონმა და გამორჩეულმა პროფესიონალმა, როგორც ყველა, სულ ყველა ამბობს სამართლიანობის ეტალონმა მოსამართლეთა შორის…
ახლა კი გავიგე მისი იმ ქვეყნად გარდასვლის ამბავი და მინდა მის სულს მარადიული სინათლე და აქ ჩვენს შორის საუკუნო ხსენება ვუსურვო, მთელი გულით და ადამიანური ტკივილით…“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი მირონ შველიძე გარდაიცვალა